შეხვედრა ხაშურისა და ქარელის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან 04/12/2018 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, ლიცეუმის წარმომადგენლები შიდა ქართლს, კერძოდ კი, ხაშურისა და ქარელის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ესტუმრნენ. მოსწავლეებთან შეხვედრა ლიცეუმის მეორე სასწავლო კურსის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვახტანგ ლომთაძემ გახსნა, რომელმაც ყურადღება ლიცეუმის პრიორიტეტებზე გაამახვილა. მოგვიანებით კი კადეტებმა ოთარ კუხიანიძემ და ანი სილაგაძემ თანატოლებს ლიცეუმის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრის მეორე ნაწილი მოსწავლეთა შეკითხვებს დაეთმო, რომელთა დიდი ნაწილი ლიცეუმში მისაღებ პროცესებს ეხებოდა.

ფოტო გალერეა