შეხვედრა წყალტუბოს სკოლის მოსწავლეებთან 04/04/2019 12:00 AM

   გრძელდება ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრები. ამჯერად ლიცეუმის დირექტორის მოადგილე ივანე კუხიანიძე და კადეტები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრა წყალტუბოს №1 სკოლაში შედგა, სადაც კადეტებმა დავით გეგუჩაძემ და სოფო ქობალიამ მოსწავლეებს ლიცეუმში მიღების, სასწავლო პროცესისა და დღის განრიგის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. დირექტორის მოადგილემ ივანე კუხიანიძემ კი სასწავლებლის უპირატეს მხარეებზე ისაუბრა. მოგვიანებით კი მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვები ძირითადად მისაღები გამოცდების პროცედურებს შეეხებოდა.

ფოტო გალერეა