შეხვედრა ვეტერან ფეხბურთელებთან 11/22/2018 12:00 AM

   ,,რეზო ჩხეიძის კლუბის“ ორგანიზებით კინო ,,საქართველო“-ში თბილისის ,,დინამოსა“ და და ქუთაისის ,,ტორპედოს“ ვეტერან ფეხბურთელებთან შეხვედრა შედგა. საღამოს იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ კადეტები. შეხვედრა რეზო ჩხეიძის დოკუმენტური ფილმის- ,,ბორის პაიჭაძე“ ჩვენებით დასრულდა.

ფოტო გალერეა