შეხვედრა თვითმართველობასთან 10/31/2019 12:00 AM

   ლიცეუმს კადეტთა თვითმართველობის ახალი წევრები ჰყავს. დღეს მათ ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე შეხვდა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ლიცეუმში კადეტთა თვითმართველობის არჩევნები ყოველწლიურად ტარდება. წელს საარჩევნო პროცესს ლიცეუმის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში მაია გაბუნია ხელმძღვანელობდა. ფარული კენჭისყრის პრინციპით მიმდინარე არჩევნებში ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვეს კადეტებმა: დავით გეგუჩაძე, ნანიკო ბოჭოიძე, თამარი ბოლქვაძე, ლუკა მორჩაძე, ლაშა აბულაძე, ნიკოლოზ ნიქაბაძე, ნიკოლოზ ზაზიაშვილი, აკაკი კიკაბიძე, გიორგი რამიშვილი, მალხაზ ტერმაკოზაშვილი, ლუკა-გიორგი გოლეთიანი, ზვიად გელაშვილი, თამარ ბოლქვაძე. კადეტთა თვითმართველობის თავმჯდომარედ კი არჩეულ იქნა დავით გეგუჩაძე. თვითმართველობის ახალი წევრები მადლობას უხდიან თანატოლებს გამოცხადებული ნდობისათვის და განმარტავენ, რომ უფლებამოსილების ფარგლებში, აქტიურად იქნებიან ჩართულნი ლიცეუმში მიმდინარე პროცესებში. თვითმართველობის თავმჯდომარე საქართველოს ზოგადი განათლების კანონის მიხედვით შედის სამეურვეო საბჭოს წევრთა შემადგენლობაში და ის უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

ფოტო გალერეა