შეხვედრა სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეებთან 03/19/2019 12:00 AM

   ქუთაისის სპორტულ მუზეუმში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ტურის გამარჯვებულ მოსწავლეებთან შეხვედრა შედგა. გამარჯვებულ მოსწავლეთა რიგებში იმყოფებოდნენ კადეტები: ტარიელ ღიბრაძე, ლუკა უკლება, იმედა ჩაჩუა, ზურაბ გოგიაშვილი, დავითი წაქაძე და ნიკოლოზ ზაზიაშვილი. ისინი გეზრბენის საქალაქო ტურის გამარჯვებულები არიან. შეხვედრას ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი კობა ფხაკაძე და ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის იმერეთის კოორდინატორი მანანა მანაგაძე უძღვებოდნენ. ბატონმა კობამ მოსწავლეებთან შეხვედრისას სპორტული ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქალბატონმა მანანამ კი მათ მომდევნო რეგიონალური ტურის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ოლიმპიადის ბრენდირებული მაისურები გადასცა.

ფოტო გალერეა