შეხვედრა ჩხოროწყუსა და ხობის მოსწავლეებთან 03/23/2018

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმი საინფორმაციო შეხვედრებს არგძელებს. ამჯერად, ლიცეუმის წარმომადგენლები ჩხოროწყუსა და ხობის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ესტუმრნენ. კადეტებმა ნიკოლზ ზაზიაშვილმა და ანი ონიანმა თანატოლებს თავად მიაწოდეს ინფორმაცია ლიცეუმში არსებული პირობების შესახებ. სასწავლო პროგრამების კუთხით განხორციელებულ სიახლეებზე და მისაღები გამოცდების ფორმატში შესულ ცვლილებებზე კი პირველი სასწავლო კურსის უფროსმა, კაპიტანმა გენადი ჯიბლაძემ ისაუბრა. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც განსაკუთრებული აქტიურობით გოგონები გამოირჩოდნენ.

ფოტო გალერეა