მშობლებთან შეხვედრა 12/24/2021 9:54 PM

დღეს პირველი სასწავლო კურსის კადეტთა მშობლებთან შეხვედრა შედგა.
 
მშობლებთან შეხვედრას ლიცეუმის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ქალბატონი მაია გაბუნია, სასწავლო დაგეგმარებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი მაიორი ვაჟა ჭელიძე, პირველი სასწავლო კურსის უფროსი მაიორი დავით ტყეშელაშვილი და სასწავლო ჯგუფების დამრიგებლები ესწრებოდნენ.
 
სასწავლო კურსის უფროსმა მაიორმა დავით ტყეშელაშვილმა მშობლებთან პირველი სემესტრის შედეგები შეაჯამა. განხილულ იქნა როგორც კადეტთა ზოგადი აკადემიური თუ ფიზიკური მომზადების დონე, ასევე კადეტთა ჩართულობა სხვადასხვა ოლიმპიადებში, კონფერენციებსა თუ ღონისძიებებში.
 
შეხვედრის დასრულების შემდეგ სასწავლო ჯგუფის დამრიგებლები ინდივიდუალურად შეხვდნენ მშობლებს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თავიანთი შვილების შესახებ.
 
ფოტო გალერეა