დირექტორმა სამეურვეო საბჭოს ანგარიში წარუდგინა 11/20/2020 12:00 AM

ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა სამეურვეო საბჭოს ანგარიში წარუდგინა. შეხვედრას დირექტორთან ერთად, ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ვიცე-პოლკოვნიკმა სამეურვეო საბჭოს ლიცეუმში 2020 წელს განხორციელებული ფინანსური საქმიანობისა და სასწავლო პროცესის შესახებ ანგარიში ონლაინ რეჟიმში გააცნო.
 
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის შესაბამისად დირექტორი ანგარიშვალდებულია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიში სკოლის საქმიანობისა და სკოლის მიზნების მისაღწევად საჭირო რესურსების ეფექტურად გამოყენების თაობაზე.