შეხვედრა კადეტთა მშობლებთან 04/02/2021 7:45 PM

დღეს ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები და სასწავლო ჯგუფის დამრიგებლები პირველი სასწავლო კურსის კადეტთა მშობლებს შეხვდნენ.
 
შეხვედრაზე ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა ლიცეუმის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პოლიტიკაზე ისაუბრა. „ჩვენი ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია კადეტთა საუკეთესო ინტერესებზე, ჩვენი მთავარი საზრუნავი კადეტთა სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოყალიბებაა. მუდმივად ვზრუნავთ შევქმნათ გარემო, რომელიც უზრუნველყოფს განათლების მაღალ ხარისხს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია, რადგან ერთობლივი შრომისა და ზრუნვის გარეშე წარმოუდგენელია იმ მიზნის განხორციელება, რომელსაც ლიცეუმი ემსახურება“ -აღნიშნა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა.
 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მშობელთა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში მაია გაბუნიამ და ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე კუხიანიძემ.
 
მშობლებს კადეტთა აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ დეტალური ინფორმაცია სასწავლო კურსის უფროსმა და სასწავლო ჯგუფების დამრიგებლებმა მიაწოდეს.
 
ფოტო გალერეა