დღეს სპიკერების პროგრამის ფარგლებში პირველი სასწავლო კურსის კადეტებს ლეიტენანტი ზურაბ მანჩხაშვილი შეხვდა.
ლეიტენანტი ზურაბ მანჩხაშვილი კადეტებს საკუთარი კარიერული განვითარებისა და გამოცდილების შესახებ ესაუბრა. მათ საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო აკადემიის, ფრანგულ-ქართული სამხედრო ისტორიისა და თანამშრომლობის შესახებ საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კადეტთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
ლეიტენანტ ზურაბ მანჩხაშვილი საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულია. ამჟამად პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მსახურობს.