შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი სტუმრად ლიცეუმში 11/02/2017

   დღეს სპიკერების პროგრამის ფარგლებში ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე. ,,თვითდისციპლინა“- ეს ის თემაა, რომლის შესახებაც მთავარმა სერჟანტმა კადეტებთან ისაუბრა. ,,ვიდრე თქვენამდე მოვიდოდი, დიდხანს ვიფიქრე იმის შესახებ, თუ რა თემაზე უნდა მესაუბრა. არა იმიტომ, რომ თქვენ რომელიმე თემის ან საკითხის გაგებისა და ცოდნის პრობლემა გაქვთ, რა თქმა უნდა, არა! მსურდა შემერჩია თემა, რომელიც არ კარგავს აქტუალობას ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და ნებისმიერ სფეროში. ამიტომაც დღეს გესაუბრებით თვიდსციპლინასა და მოტივაციაზე, როგორც წარმატების მიღწევის უმნიშვნელოვანეს ფაქტორებზე,“ - განაცხადა მან ლექციის დასაწყისში. შეხვედრა ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. იყო აზრთა სხვადასხვაობა და არგუმენტირებული მსჯელობები.

ფოტო გალერეა