სერჟანტები ინსტრუქტორთა მომზადების პროგრამას გადიან 07/05/2018 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სერჟანტები ,,ინსტრუქტორის მომზადების კურსს“ გადიან. მათ გადამზადებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფენ. სწავლება 25 ივნისიდან დაწყო და 12 ივლისის ჩათვლით გაგრძედება. ამ პერიოდში გარდა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობისა, სერჟანტებმა უნდა გაიარონ შუალედური, დასკვნითი და კომპლექსური გამოსაშვები გამოცდები. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ისინი მიიღებენ ინსტრუქტორთა მომზადების კურსის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს. საერთო საჯარისო ცენტრის მიერ შემუშავებულია სამხედრო ინსტრუქტორთა მომზადების პროგრამა, რომელიც თავსებადია ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების სტანდარტებთან. ამ პროგრამის გავლის შედეგად მსმენელებს გამოუმუშავდებათ ეფექტური და ქმედითუნარიანი მეცადინეობის მომზადებისა და ჩატარების უნარ-ჩვევები, ისინი შეძლებენ ხარისხიანად დაგეგმონ და განახორციელონ სწავლების პროცესი. სწავლებას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ათი სამხედრო მოსამსახურე გადის. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექცია მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე.

ფოტო გალერეა