,,სპიკერების პროგრამის ფარგლებში“ კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდა სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე. ,,სარდლობის ფუნქციები და მისი სტრუქტურები“- ასე ეწოდება ლექციას, რომელიც ბრიგადის გენერალმა წაუკითხა კადეტებს. ლექციამ კადეტთა დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც გამოიხატა კიდევაც მათ მიერ დასმულ შეკითხვებში. შეხვედრაზე ბრიგადის გენერალთან ერთად იმყოფეობოდა აღმოსავლეთ სარდლობის დავალებათა ოფიცერი ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა წამალაშვილი, რომელიც ყოფილი კადეტთა კორპუსის კურსდამთავრებულია. მან კადეტებთან შეხვედრისას კადეტობის პერიოდში განვლილი გზა გაიხსენა. მას, როგორც ყოფილ კადეტთა კორპისის კურსდამთავრებულს კადეტების ინიციატივით საჩუქრად გადაეცა კადეტის სამკერდე ნიშანი.