სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული 04/19/2018 12:00 AM

   გენერალ გიორგი კვინიტაძის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით 2018 წლის 12-19 აპრილს გაიმართა საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სხვადასხვა სახის აქტივობები: ჩატარდა ენის სიწმინდისადმი მიძღვნილი გაკვეთილები (პედაგოგები: ლალი ლარცულიანი, ელენე კოხრეიძე, ნინო დანგაძე, მაია ქობულაძე, ია დანელია), კალიგრაფიის კონკურსი, ინტელექტუალური შოუ: ,,რა? სად? როდის?“ და სამეცნიერო კონფერენცია ,,ენა დედაა ერისა“. აღსანიშნავია, რომ კალიგრაფიის კონკურსში ჩართულები იყვნენ როგორც კადეტები, ასევე ლიცეუმის პერსონალი: პედაგოგები, სამხედრო მოსამსახურეები. კვირეული 19 აპრილს საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციით დასრულდა. შემდეგ გაიმართა კვირეულში მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონიალი და, ბოლოს, კადეტებმა წარმოადგინეს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია (ხელძღვანელი ნინო გედენიძე).

ფოტო გალერეა