სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია 04/12/2018 12:00 AM

   12 აპრილს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირველი სასწავლო კურსის კადეტები: ლაშა ხარაზიშვილი და სალომე დავითულიანი (ხელმძღვანელი ია დანელია). კადეტები ქართულ ენაში დამკვიდრებული ბარბარიზმების შესახებ საინტერესო ნაშრომებისათვის უნივერისტეტის ხელმძღვანელობამ სიგელებით დააჯილდოვა. სამეცნიერო კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და კონფერენციის ორგანიზატორები არიან ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ფოტო გალერეა