სახალისო შეჯიბრი საველე ბანაკში 06/23/2018 12:00 AM

   საველე ბანაკში კადეტები აქტიურად გადიან გეგმით გათვალისწინებულ სწავლებებს. დატვირთული დღის ბოლოს კი მათთვის ეწყობა სხვადასხვა სახის შეჯიბრებები როგორც სასწავლო კურსის ჯგუფებს, ასევე სასწავლო კურსებს შორის. პირველი სასწავლო კურსის სასწავლო ჯგუფები ერთმანეთს ხოხვით გადაადგილებასა და იარაღის დაშლა-აწყობაში დაუპირისპირდნენ. საინტერესო და დაძაბული ტურის შემდეგ პირველი ადგილი მეორე სასწავლო ჯგუფმა მოიპოვა. არანაკლებ საინტერესოდ წარიმართა დაბრკოლებათა ბილიკის გადალახვის ტურნირიც. აქ ერთმანეთს, შიდა ჩემპიონატების შედეგად გამარჯვებული პირველი კურსის მეორე და მეორე სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფები დაუპირისპირდნენ. თამაშის მსვლელობისას განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ გულშემატკივრები. ისინი ყიჟინითა და შეძახილებით ცდილობდნენ თავიანთი რჩეული გუნდის გამხნევებას. ღირსეული მეტოქეობის შემდეგ გამარჯვება წილად ხვდა მეორე სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფს. საველე ბანაკში მსგავს ღონისძიებებს ორგანიზებას უწევს უფროსი სერჟანტი ზვიად მაღლაკელიძე.

ფოტო გალერეა