საველე სწავლებები 06/17/2019 12:00 AM

  პირველი და მეორე სასწავლო კურსის კადეტებისათვის საველე სწავლება დაიწყო. ისინი ორი კვირის განმავლობაში, სასწავლო გეგმის მიხედვით, ყოველდღიურად შეასრულებენ სხვადასხვა სირთულის დავალებებს, ამ პერიოდშიო მათ საშუალება ექნებათ, პრაქტიკულად გამოიყენონ სამხედრო გაკვეთილებზე მიღებული თეორიული ცოდნა. საცეცხლე მომზადება, ინდივიდუალური გადაადგილების ხერხები, რეალური იარაღიდან სროლა, მარშირება, აზიმუტით მოძრაობა, რუკაზე ორიენტირება, კომუფლირება, პოზიციების მოწყობა, ნაღმები და დანაღმულ ველზე გადაადგილების ხერხები, პეინტბოლი - ეს პროგრამით გათვალისწინებული მეცადინეობების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც კადეტები გაივლიან. სწავლებაში ჩართული იქნებიან როგორც ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, მეორე ქვეითი ბრიგადის, სპეციალური ოპერაციების ძალების და საინჟინრო საბრძოლო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები. საველე სწავლებას ხელმძღვანელობს ლიცეუმის დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ოთარ ბაბუნაშვილი.

ფოტო გალერეა