საველე სწავლება 06/18/2018 12:00 AM

   პირველი და მეორე სასწავლო კურსის კადეტებისათვის საველე სწავლება დაიწყო. ისინი ორი კვირის განმავლობაში, სასწავლო გეგმის მიხედვით, ყოველდღიურად შეასრულებენ სხვადასხვა სირთულის დავალებებს, ამ დროის განმავლობაში მათ საშუალება ექნებათ, პრაქტიკულად გამოიყენონ სამხედრო გაკვეთილებზე მიღებული თეორიული ცოდნა. აღნიშნული სწავლების შედეგად გამოვლინდებიან საუკეთესო ფიზიკური მომზადების მქონე და საუკეთესო მსროლელი კადეტები, რომლებსაც ახალი სასწავლო წლიდან ამ სტატუსების აღმნიშვნელი სამკერდე ნიშნების ტარების უფლება მიეცემათ. საველე სწავლებას ხელმძღვანელობს დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი ოთარ ბაბუნაშვილი.

ფოტო გალერეა