საველე მეცადინეობა 06/29/2018 12:00 AM

   პირველი სასწავლო კურსის საველე სწავლება დასასრულს უახლოვდება. კადეტებმა ორი კვირის განმავლობაში, გეგმის მიხედვით პრაქტიკულად გაიარეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ბრძოლის ველზე გადაადგილების ხერხები, საფარი, შენიღბვა, კომუფლირება, საცეცხლე პოზიციები, ტოპოგრაფია, პატრულირება, და სხვა. სწავლების ბოლო დღე საპატრულო ბაზის მოწყობასა და მარშს დაეთმო. საპატრულო ბაზის განლაგების შემდეგ, პატრულირების დაწყებამდე კადეტებისათვის სახალისო თამაში მოეწყო. აქტივობაში მათთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე. საღამოს, კადეტებმა ოცეულის სერჟანტის მოვალეობა გადაიბარეს და მთელი ღამის განმვლობაში აკონტროლებდნენ საკუთარ პერიმეტრს. დილით კი რვა კილომეტრიან მარშში მიიღეს მონაწილეობა. პირველი სასწავლო კურსის კადეტებისათვის პრაქტიკული საველე სწავლება ტესტირებითა და სწავლების შეჯამებით დასრულდება.

ფოტო გალერეა