საველე მეცადინეობა 06/20/2019 12:00 AM

   გრძელდება საველე სწავლება. კადეტებმა ამჯერად სანგრების მომზადების, კამუფლირების, აზიმუტით მოძრაობისა და რუკაზე ორიენტირების მეცადინეობები გაიარეს. კადეტებისათვის საინტერესო და აზარტული აღმოჩნდა სახმელეთო ნავიგაციის გაკვეთილი. მათ წინასწარ მიღებული მონაცემების მიხედვით უნდა ეპოვათ სხვადასხვა წერტილებზე მოცემული გარკვეული სიტყვები, რომლითაც უნდა შეედგინათ წინადადებები. დავალების შესრულებისას ინსტრუქტორებმა კადეტებს მცირედი სიურპრიზებიც მოუწყვეს. ერთ-ერთ უკრაინელ კადეტს, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა, მინიშნებასთან ერთად საჩუქარი დახვდა. საბოლოოდ, კადეტებმა წარმატებით გაართვეს თავი დავალებას.

ფოტო გალერეა

ვიდეო