საველე მეცადინეობა 06/21/2018 12:00 AM

   პრაქტიკული საველე მეცადინეობის ფარგლებში მეორე კურსის კადეტებმა სროლის კურსები გაიარეს. მეცადინეობა ორი დღის განმავლობაში მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მიმდინარეობდა. კადეტებმა შეასრულეს ნორმალურ მოხვედრამდე მიყვანისა და საკვალიფიკაციო სროლის სავარჯიშოები. სწავლებაში ჩართული იყვნენ, როგორც ლიცეუმის ასევე მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები. მეცადინეობას ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძიძიბაძე ესწრებოდა, რომელმაც უშუალო მითითებები მისცა კადეტებს. კურსის დასრულების შემდეგ კადეტებისათვის მეორე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელობამ შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენა მოაწყო.

ფოტო გალერეა