საუკეთესო მსროლელი მოსწავლეები რობოტექნიკის ბანაკში-II ნაკადი 07/29/2018 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკში მოსწავლეები აქტიურად გადიან სამხედრო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლებებს. მეცადინეობები მოიცავს როგორც თეორიულ (ტერორიზმი, დროშა, ჰიმნი, გერბი, კიბერუსაფრთხოება, ტოპოგრაფია და სხვა), ასევე იარაღის დაშლა-აწყობისა და სროლის პრაქტიკულ კურსს. ერთკვირიანი პროგრამის დასასრულს სამხედრო ინსტრუქტორებმა გამოავლინეს სროლაში პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლეები. „რობოტექნიკის ბანაკის“ მოსწავლეთა მეორე ნაკადის საუკეთესო მსროლელი მოსწავლეები არიან: იოანე კვირჩილაძე (I ადგილი), დიანა პრიხოდკო (II ადგილი), თაკო ზარგინავა (III ადგილი). მათ კადეტთა სამხედრო ლიცეუმისაგან შესაბამისი დიპლომები და მედლები გადაეცათ.

ფოტო გალერეა