სასწავლო ვიზიტი საზღვარგარეთ 03/12/2019 12:00 AM

   ლიცეუმის დირექციის ხელშეწყობით პედაგოგი ნინო ოყრეშიძე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში. ,,ელექტრონული სასწავლო რესურსების შექმნა“ - ამ თემაზე პედაგოგმა ოთხდღიანი ტრენინგი გაიარა. სწავლება განათლების საერთაშორისო აკადემიის მიერ იყო ორგანიზებული და მასში საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლის 22 პედაგოგი მონაწილეობდა. ,,მე გავიარე საჭირო და აუცილებელი ტრენინგი, ნებისმიერი საგნის მასწავლებელს შეუძლია აქტიურად და ნაყოფიერად გამოიყენოს მიღებული ცოდნა სასწავლო პროცესში. მართლაც ბევრის მომცემია აღნიშნული კურსი, მით უფრო რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელს ერთ-ერთ აქტივობად სწორედ ელექტრონული სასწავლო რესურსების შექმნა მოეთხოვებათ“- განაცხადა ნინო ოყრეშიძემ. მასწავლებელი ნინო ოყრეშიძე გეგმავს მიღებული სასწავლო მეთოდის დანერგვას სასწავლო პროცესში და გამოცდილების გაზიარებას კოლეგებისათვის.

ფოტო გალერეა