სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია 03/04/2019 12:00 AM

   ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მოსწავლეთა 73-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის მეორე ეტაპი გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 14 კადეტმა. მათ საკონფერენციო ნაშრომები გეოგრაფია-გეოლოგის, მათემატიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ბიოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართალმცოდნეობის, უცხო ენებისა და ქიმიის სექციებში წარადგინეს. კომისიამ მათ ნამუშევრებს დადებითი შეფასება მისცა და კადეტებმა უფლება მოიპოვეს მომდევნო, რეგიონალურ ტურში მონაწილეობის. საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერით მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას ყოველწლიურად ატარებს, რათა მოხდეს მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და ანალიტიკური უნარის გამოვლენა. კონფერენცია სამ ეტაპს მოიცავს: სასკოლო, საქალაქო-რეგიონალური და დასკვითი.

ფოტო გალერეა