სასწავლო პროექტი 11/02/2018 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმში განხორციელდა პროექტი-,,რატომ ,,კულა"?". მასში ჩართული იყვნენ მეორე სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფის კადეტები. პროექტი სხავადსხვა აქტივობებს მოიცავდა. მათ შორის გასვლით ინტეგრირებულ გაკვეთილს ,,კულაში" -გორის საკონსერვო ქარხანაში. კადეტებმა დაათვალიერეს ქარხნის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ სხვადასხვა ნაწარმის დამზადების ტექნოლოგიას. პროექტი სამი საგნის( ბიოლოგია, გეოგრაფია, ქიმია) ინტეგრირებით განხორციელდა და მას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ეკა მურუსიძე, დარეჯან კიკვაძე და მურმან სურმავა.

ფოტო გალერეა