სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019 10/11/2018 12:00 AM

   ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“- ის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით შესარჩევი ტურები მიმდინარეობს სპორტის სხვადასხვა სახეობებში. 6 ოქტომბერს ქუთაისში მუნიციპალური ტური გაიმართა გეზრბენში. მასში მონაწილეობა ექვსი სკოლის გუნდმა მიიღო. მათ შორის იყო კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ვაჟთა გუნდი(ხელმძღვანელი კობა ვერულაშვილი). კადეტებმა პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვეს და გადავიდნენ რეგიონალურ ტურში. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ვაჟთა გუნდი საქართველოს ჩემპიონი და მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატების მონაწილეობის კანდიდატი გახდა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა უკვე რამდენიმე წელია მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება, ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის. მუნიციპალურ, რეგიონალურ და ფინალურ ტურში გამარჯვების შემდეგ, გუნდები მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან. ოლიმპიადა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ფოტო გალერეა