სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018 03/31/2018 12:00 AM

   დღეს, ქუთაისის სპორტის სასახლეში ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“-ის მუნიციპალური ტურის გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა. მერიამ სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული მოსწავლეები თასებითა და მედლებით დააჯილდოვა. ქუთაისში ოლიმპიადის მუნიციპალური ტური 17 მარტიდან დაიწყო და მასში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად კადეტებიც მონაწილეობდნენ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა სპორტის სამ სახეობაში-გეზრბენი, კალათბურთსა და მინი ფეხბურთში მიიღო მონაწილეობა. ლიცეუმის მორბენალ ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა პირველი საპრიზო ადგილი დაიკავეს, რისთვისაც გუნდები თასებითა და დიპლომებით, წევრები კი ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ. აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა უკვე რამდენიმე წელია მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება, ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის. მუნიციპალურ, რეგიონალურ და ფინალურ ტურში გამარჯვების შემდეგ, გუნდები მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან.

ფოტო გალერეა