სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია 05/14/2019 12:00 AM

   საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა მოსწავლეთა 73-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის დასკვნითი ეტაპი და დაჯილდოების ღონისძიება. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ კადეტები, რომლებმაც სხვადასხვა სექციებში წარმატებით გაიარეს ადგილობრივი, საქალაქო და ზონალური ტურები. I ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ კადეტები: ანი ბოჭორიშვილი და დავით გეგუჩაძე მათემატიკის სექციაში წარდგენილი თემისათვის (თემის ხელმძღვანელი: ინგა ხვადაგიანი), კადეტი მარია მოლაშხია რუსულის სექციაში წარდგენილი თემისათვის (თემის ხელმძღვანელი იზა ნიკოლაიშვილი). II ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ კადეტები: მარიამ მუკბანიანი ქართული ენის სექციაში წარდგენილი თემისათვის (თემის ხელმძღვანელი სოფიკო ცხელიშვილი), საბა კაპანაძე ბიოლოგიის სექციაში წარდგენილი თემისათვის (თემის ხელმძღვანელი მზია გურული) და ლაშა აბულაძე საერთაშორისო ურთიერთობების სექციაში წარდგენილი თემისათვის (თემის ხელმძღვანელი ქალთამზე მელქაძე). დიპლომით დაჯილდოვდა კადეტი ლუკა ჩადუნელი შემოქმედ მოსწავლეთა სექციაში წარდგენილი პროზაული ნაწარმოებისთვის (ხელმძღვანელი ლალი ლარცულიანი). საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას ატარებს ყოველწლიურად, რათა მოხდეს მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და მეცნიერული კვლევის, ანალიტიკური უნარის გამოვლენა, თვითგამოხატვისა და საკუთარი ნააზრევის წარმოჩენა.

ფოტო გალერეა