საქველმოქმედო ღონისძიება 12/26/2019 12:00 AM

   კადეტთა თვითმმართველობის ინიციატივით ლიცეუმში საქველმოქმედო ღონისძიება მოეწყო. ლიცეუმის თანამშრომლებმა და კადეტებმა სოციალურად დაუცველი ოჯახის დასახმარებლად სამოსი, საკვები პროდუქტები და სათამაშოები შეაგროვეს. შეგროვილი შემოწირულობით კი სამტრედიაში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ნანა ცინცაძის ოჯახს დაეხმარნენ. მათ დამდეგი შობა -ახალი წელი ლიცეუმის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ვიცე-პოლკოვნიკმა ლევან მიქიაშვილმა და კადეტთა თვითმმართველობის წევრებმა მიულოცეს.

ფოტო გალერეა