საქველმოქმედო ღონისძიება 12/25/2018 12:00 AM

   კადეტთა თვითმმართველობის ინიციატივით ლიცეუმში საქველმოქმედო ღონისძიება მოეწყო. ლიცეუმის თანამშრომლებმა და კადეტებმა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად სამოსი, საკვები პროდუქტები, სათამაშოები და წიგნები შეაგროვეს. შეგროვილი შემოწირულობით კი ორ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარნენ. ლიცეუმის დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში ვიცე-პოლკოვნიკი ივანე კუხიანიძე კადეტთა თვითმმართველობის წევრებთან ერთად მაღლაკში მცხოვრებ ოჯახს ესტუმრა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში მაია გაბუნიამ, ლიცეუმის მთავარმა სერჟანტმა ავთანდილ ახვლედიანმა და კადეტებმა კი ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულეს. ოჯახის უფროსის თქმით დღევანდელი დღე მათთვის ორმაგად სასიხარულო იყო რადგანაც, მათ სამხედრო მოსამსახურეები ეწვივნენ.

ფოტო გალერეა