საქართველოს დღე 08/12/2019 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკს მოსწავლეთა მეოთხე ნაკადი დაემშვიდობა მოსწავლეთა მეოთხე ნაკადმა რობოტექნიკის ბანაკის ერთკვირიანი პროგრამის დასრულების აღსანიშნავად გამოსამშვიდობებელი საღამო მოაწყო. საღამოს მოსწავლეებთან ერთად, მაიორი ირაკლი დეისაძე და რობოტექნიკის ბანაკის ხელმძღვანელობა ესწრებოდა. ღონისძიება ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა. ახალგაზრდებმა საქართველოს კუთხეები სხვადასხვა მხატვრული ნომრით წარმოადგინეს. დასასრულს სპორტული ოლიმპიადისა და თამაშის -“რობოტების შეჯიბრი“ გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. მათ თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. ასევე, სიგელებით დაჯილდოვდნენ საუკეთესო მსროლელი მოსწავლეები.

ფოტო გალერეა