საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე დასავლეთ სარდლობაში 04/30/2018 12:00 AM

   საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე დასავლეთ სარდლობაში სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობამ საქართველოს შეიარაღებული ძალების 27 წლის იუბილე სენაკში საზეიმო ცერემონიით აღნიშნა. სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ღონისძიების მსვლელობისას დასავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე შეიარაღების და ტექნიკის გამოფენაც მოეწყო. ქუთაისისა და ფოთის სკოლების მოსწავლეებმა ბრიგადის სპორტულ დარბაზში სხვადასხვა მუსიკალური და მხატვრული ნომრები წარმოადგინეს, რის შემდეგაც მოსწავლეებს შორის მინი-ფეხბურთში ტურნირი გაიმართა. ღონისძიების დასასრულს კი, სამხედრო მოსამსახურეებმა ბავშვებთან ერთად ბრიგადის ტერიტორიაზე გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს. სამხედროებთან ერთად ქართული არმიის დღე სენაკში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმაც იზეიმეს.

ფოტო გალერეა