საქართველოს სახელმწიფო ენის კვირეული 04/15/2019 12:00 AM

   2019 წლის 12 აპრილს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მეორე სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფის კადეტები: თამარ რაპოტიხინა და ლაშა ხარაზიშვილი. (პედაგოგი - ია დანელია). კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს აკაკი შანიძის ბიოგრაფიაზე, საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე, მის ღვაწლზე მეცნიერების სხვადასხვა დარგში. ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელმა კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები დააჯილდოვა სიგელებით, სამკერდე ნიშნებითა და ბუკლეტებით.

ფოტო გალერეა