ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში საქალაქო კონფერენციის „ ჩვენ ვსწავლობთ კოსმოსს“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძება გაიმართა. კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისა და მოპოვებული წარმატებისათვის დიპლომები გადაეცათ მეორე სასწავლო კურსის კადეტებს: გიორგი მიქავას, ზურაბ ფარქოსაძეს და ზურაბ მამანიშვილს (პედაგოგი: ია დანელია, ნინო დანგაძე). მათ დიპლომები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელმა მარინა მარჯანიშვილმა გადასცა.