საპატრულო ბაზის მოწყობა და მარშირება 06/20/2021 4:57 PM

სამხედრო-საველე სწავლებები გეგმის შესაბამისად გრძელდება. ამჯერად კადეტებმა საპატრულო ბაზის მოწყობასა და მარშირებაში მიიღეს მონაწილეობა. მათ კარვების გაშლის და ბაზის მოწყობის შემდეგ, ოცეულის სერჟანტის მოვალეობა ჩაიბარეს და მთელი ღამის განმავლობაში აკონტროლებდნენ საკუთარ პერიმეტრს. გვიან ღამით სასწავლო განგაშიც მოეწყო. ღამის პატრულირება მარშირებით დასრულდა. კადეტებმა სრული აღჭურვილობით 5 კილომეტრი გაიარეს.

ყოველი სწავლება მოდელირებულია და მიახლოებულია რეალურ გარემოსთან. ორკვირიანი საველე მეცადინეობა ტესტირებითა და შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდება. სწავლების ანალიზსა და უკუკავშირში მონაწილეობას მიიღებს მეცადინეობაში ჩართული ყველა პირი როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ასევე კადეტები.

 

ფოტო გალერეა