სამხედრო წოდების მინიჭება 11/12/2018 12:00 AM

   დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეებს მორიგი წოდებები მიენიჭათ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ლიცეუმის სასწავლო კურსის უფროს ოფიცერს, კაპიტან გენადი ჯიბლაძეს მიენიჭა მორიგი სამხედრო წოდება ,,მაიორი“, სასწავლო კურსის ინსტრუქტორს, უმცროს სერჟანტ სიბი გაბიანს კი -,,სერჟანტი“. მათ ინსიგნები ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ გადასცა და წარმატებები უსურვა.

ფოტო გალერეა