სამხედრო მოსამსახურის უწყებრივი მედლით დაჯილდოება 05/20/2019 12:00 AM

   ლიცეუმში დროშის აღმართვისა და სამხედრო მოსამსახურის უწყებრივი მედლით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. დროშის აწევის ცერემონიალში, საუკეთესო აკადემიური მოსწრების, ფიზიკური მომზადებისა და საუკეთესო დისციპლინის მქონე კადეტებმა: საბა დანელიამ და ოლეგი ჯაჭვლიანმა მიიღეს მონაწილეობა. დღესვე, ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურე, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან რაჟდენის ძე მიქიაშვილი საქართველოს თავდაცვის სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის დაჯილდოვდა მედლით ,,სამშობლოსათვის თავდადებული“. მას მედალი ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძე გადასცა და წარმატებები უსურვა.

ფოტო გალერეა