სამხედრო დღე რობოტექნიკის ბანაკში 07/19/2019 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკში ერთკვირიანი პროგრამის ერთი დღე სამხედრო თემას დაეთმო. მოსწავლეებისათვის მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა შეიარაღების გამოფენა მოაწყვეს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო დელტას მიერ წარმოებული ჯავშანმანქანა "დიდგორი“. გამოფენის შემდეგ ახალგაზრდებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სასწავლო კურსის უფროსმა, მაიორმა ზურაბ ჭელიძემ საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ბავშვებს ქართული ჯარის, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მოგვიანებით საინტერესო ლექციაში ლიცეუმის მაიორი გიორგი ცუცქირიძე ჩაერთო, რომელიც ბანაკის მონაწილეებს ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის საკითხებზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის აქტიურ რეჟიმში დასრულდა.

ფოტო გალერეა