სამტრედიის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეები ლიცეუმში 05/16/2019 12:00 AM

   ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ სამტრედიის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეთა პარლამენტის წევრები. კადეტებმა ანი სილაგაძემ, დავით გეგუჩაძემ და სოფო ქობალიამ სტუმრებს ლიცეუმის პრეზენტაცია წარუდგინეს. გააცნეს ლიცეუმში მოსწავლეთა ჩარიცხვის წესები, სწავლებისა და ცხოვრების პირობები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს. მოსწავლეთა სტუმრობა ინფრასტრუქტურის დათვალიერებით დასრულდა.

ფოტო გალერეა