სამთო მომზადება 06/18/2019 12:00 AM

საველე სწავლების ფარგლებში კადეტები იმყოფებოდნენ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. სკოლაში კადეტთა ვიზიტი საკონფერენციო დარბაზიდან დაიწყო, სადაც მათ შტაბის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი მერაბ კაპანაძე და მთავარი სერჟანტი გიორგი ძინძიბაძე შეხვდა. მათ მთავარმა სერჟანტმა პრეზენტაციის ფორმატში სკოლის ისტორია, მიზნები და ზოგადი საქმიანობა გააცნო. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კადეტებმა სკოლის ინფრასტრუქტურა და სამწყობრო მოედანზე გამოფენილი სამთო აღჭურვილობა დაათვალიერეს. კადეტებისათვის განსაკუთრებით საინტერესო სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩატარებული საჩვენებელი მეცადინეობა აღმოჩნდა. სპეციალური სწავლების ჩატარების შემდეგ თავადაც სცადეს კლდეზე ცოცვა და კლდიდან თოკით დაშვება.

ფოტო გალერეა

ვიდეო