სამოქალაქო საზოგადოების დღე რობოტექნიკის ბანაკში 07/28/2018 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკში სამოქალაქო საზოგადოების დღე გაიმართა. მოსწავლეთა თორმეტივე გუნდმა სხვადსახვა პრობლემურ თემაზე (ბულინგი, ტრეფიკინგი, ნარკომანია და ა.შ) სამწუთიანი ფილმები გადაიღეს. დღის ბოლოს ფილმების პრემიერა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მეთორმეტე გუნდმა, რომელშიც ქართველ მოსწავლეებთან ერთად უკრაინელი მოსწავლეებიც არიან, ფილმი საქართველოსა და უკრანის მეგობრობას მიუძღვნეს. ჩვენების დაწყებამდე უკრაინელ მოსწავლეთა ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბანაკის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გულთბილი მიღებისათვის, ერთ-ერთმა უკრაინელმა მოსწავლემ კი მადლიერებისა და სიყვარულის ნიშნად ,,მომავლის ბანაკს“ საკუთარი ნახატი უსახსოვრა. პრემიერას წითელი ხალიჩის გარეშე არ ჩაუვლია. ბანაკის თანამშრომლებისა და ლიდერების ძალისხმევით მართლაც გლამურული საღამო შედგა.

ფოტო გალერეა