საველე სწავლება 06/19/2021 4:56 PM

სამხედრო-საველე სწავლების ფარგლებში კადეტებმა ბრძოლის ველზე გადაადგილების, აზიმუტით მოძრაობისა და სახმელეთო ნავიგაციისთვის საჭირო მეცადინეობები გაიარეს. გარკვეული სწავლებების ჩატარების შემდეგ, ისინი როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად ასრულებენ სამხედრო ამოცანებს.
 
სამხედრო-საველე სწავლების პროგრამა შედგენილია კადეტთა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებით. ორი კვირის განმავლობაში კადეტები ყოველდღიურად ახალ მასალას ითვისებენ. სწავლების მიზანია კადეტებმა შეიძინონ პირველადი სამხედრო ცოდნა და უნარ-ჩვევები.
 
ფოტო გალერეა