სამეურვეო საბჭოს არჩევნები 12/15/2020 2:38 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა

არჩევნების შედეგად ლიცეუმის პედაგოგიურ პერსონალსა და კადეტთა მშობლებს სამეურვეო საბჭოში თავიანთი წარმომადგენელი ეყოლებათ. ამომრჩეველთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით სამეურვეო საბჭოს წევრები იქნებიან:


სოფიკო ცხელიშვილი (მასწავლებელი)
ზინა ბუბუტეიშვილი (მასწავლებელი)
ნესტან ბანცაძე (მასწავლებელი)
ლანა გაბაძე (მშობელი)
თამარ შენგელია (მშობელი)
მაკა კირთაძე (მშობელი)

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში ასევე წარმომადგენლობითი ფუნქცია ეკისრება თვითმმართველობის თავმჯდომარეს.
საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, „კოვიდ-19“-ის მართვის მიზნით ქვეყანაში არსებული რეგულაციების მიხედვით მიმდინარეობდა. არჩევნებს ზედამხედველობას უწევდა თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ივანე ცხადაძე. საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პედაგოგი ქეთევან ფესტვენიძე.


სამეურვეო საბჭო ეს არის არჩევითი ორგანო, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლიცეუმის ცხოვრებაში. ლიცეუმის პედაგოგიური პერსონალი და კადეტთა მშობლები თანასწორი საარჩევნო უფლებით სარგებლობენ. ისინი სამი წლის ვადით ირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს საბჭოში. კანონმდებლობის შესაბამისად დირექტორი ვალდებულია ყოველი წლის 10 დეკემბრამდე ანგარიში ჩააბაროს სამეურვეო საბჭოს ფინანსური საქმიანობისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

შეგიძლიათ იხილოთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი