სამედიცინო შემოწმება 07/22/2019 12:00 AM

   დღეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში ლიცეუმში ჩასარიცხად შერჩეული მოსწავლეები სამედიცინო შემოწმებას გადიან. კონკურსანტებმა კადეტის სტატუსის მოსაპოვებლად სამედიცინო შემოწმება წარმატებით უნდა გაიარონ. ჩარიცხვის კანდიდატები სამედიცინო შემოწმებას რამდენიმე ეტაპად გაივლიან როგორც ქალაქ ქუთაისის ასევე, ქალაქ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. შემოწმებას გამოცდების შედეგების რეიტინგული სიის 101 ვაჟი და 25 გოგო გაივლის. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე უარყოფით პასუხს მიიღებს მას ჩაენაცვლება რეიტინგით მომდევნო კონკურსანტი. საბოლოოდ ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა ვინაობა ცნობილი 5 აგვისტოს გახდება.

ფოტო გალერეა