სამედიცინო შემოწმება 07/26/2021 10:13 AM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩასარიცხად შერჩეული კანდიდატები სამედიცინო შემოწმებას გადიან ქალაქ გორსა და ქალაქ ქუთაისში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში.
 
მოსწავლეები ეტაპობრივად გაივლიან სამედიცინო შემოწმებას. მოსწავლე, რომელსაც სამედიცინო შემოწმების შედეგად ექნება უარყოფითი პასუხი გამოეთიშება კონკურსს და მას ჩაენაცვლება რეიტინგით მომდევნო მოსწავლე.
 
კადეტის სტატუსის მისაღებად მოსწავლეებს გამოცდებთან ერთად, სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლა მოეთხოვებათ.
საბოლოოდ, ლიცეუმში ჩარიცხულ მოსწავლეთა ვინაობა ცნობილი 6 აგვისტოს იქნება.
 
ფოტო გალერეა