სამეცნიერო პიკნიკი 09/30/2017

2017 წლის 30 სექტემბერს სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები იმყოფებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო პიკნიკზე. უნივერსიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სასწავლო დაწესებულებებსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებს ვაკის პარკში წარმოდგენილი ჰქონდათ თავიანთი კარვები და დამთვალიერებელს სთავაზობდნენ შემეცნებით და გასართობ პროგრამებს. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პიკნიკისთვის სპეციალურად დადგმული სპექტაკლი ,,ყვავილების ალქიმია“. ლიცეუმის მასწავლებლები ( თეა ქუთათელაძე, ქეთევან ფესტვენიძე, ნესტან ბანცაძე, მაგდა ჩხაბერიძე, თამარ შეიზაშვილი) და კადეტები უკვე მესამე წელია აღნიშნული ღონისძიების სტუმრები არიან. აღსანიშნავია, რომ მათთვის სამეცნიერო პიკნიკი არის შემეცნებითი, საინტერესო და ამავე დროს სახალისო. ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკი არის ღონისძიება, რომელიც ღია ცის ქვეშ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად იმართება. ღონისძიება უპირველესად განკუთვნილია სკოლის ასაკის მოზარდებისთვის, თუმცა საინტერესოა ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვისაც. პიკნიკის მთავარი ამოცანაა სახალისო ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, განსაკუთრებით – საბუნებისმეტყველო დისციპლინებში.

ფოტო გალერეა