სალონური საღამო 11/01/2019 12:00 AM

   კადეტები სალონურ საღამოს დაესწრნენ სალონური საღამო შედგა საზოგადო მოღვაწის, უხუცესი მწერლის, დამსახურებული პედაგოგის, პროფესორ სიმონ არველაძის ოჯახში. საღამოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგები და ქუთაისის სხვადასხვა სკოლის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ კადეტები ლუკა ჩადუნელი და ანა სოფრომაძე (ხელმძღვანელი ია დანელია). ღონისძიება ბატონი სიმონისა და მისი მეუღლის ურთიერთობას მიეძღვნა. დამსწრე საზოგადოებამ მათ გამორჩეულ ურთიერთობასა და პედაგოგიურ მოღვაწეობაზე ისაუბრა. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უხუცეს მწერალს პირადად გასაუბრებოდნენ. მწერალმა თაობათა შორის ურთიერთობების აუცილებლობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ფოტო გალერეა