საჯარო ლექციები „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში 02/23/2016 5:13 AM

   „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მორიგი ღონისძიება გაიმართა. სამხედრო სასწავლებლის მსმენელებს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების დოქტორანტმა დიმიტრი სილაქაძემ ლექცია საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შესახებ წაუკითხა.

   კადეტებს საქართველოს პირველ რესპუბლიკაში სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და დასავლურ ღირებულებებზე თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ისტორიის დოქტორი ბექა კობახიძე ესაუბრა.

   ღონისძიების დასასრულს კადეტებმა გენერალ გიორგი კვინიტაძისა და მისი ეპოქის ამსახველი ფოტოები ლიცეუმის სხვადასხვა კორპუსის კედლებზე განათავსეს.

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოწყობილი, გენერალ კვინიტაძის ცხოვრებისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველ გამოფენა ქალაქ ქუთაისის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც დაათვალიერეს. ლიცეუმი განაგრძობს ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისათვის ღია კარის დღეების გამართვას.

   საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „ცოდნის კვირეულს“ სამხედრო განათლების პოპულარიზაციისა და შეიარაღებულ ძალებში განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით ახორციელებს.

ფოტო გალერეა

ვიდეო