საჯარო ლექცია -"ნატო-საქართველოს ურთიერთობები" 06/22/2021 11:09 AM

დღეს ლიცეუმში ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ონლაინ პლატფორმის მეშვეობით ჩატარდა.
ინფორმაციული ხასიათის ლექციას უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე ფარულავა. მან შეხვედრის დასასრულს კადეტთა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
ლექციას ლიცეუმის დირექტორი ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, ცენტრის ხელმძღვანელი თეა წულეისკირი, ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები და კადეტები ესწრებოდნენ.
 
ფოტო გალერეა