საჯარო ლექცია 04/07/2021 7:53 PM

დღეს მესამე სასწავლო კურსის კადეტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა ქუთაისის საპატიო მოქალაქემ, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრმა, ზურაბ გორგილაძის პრემიის ლაურეატმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ბატონმა მერაბ კვიცარიძემ.
 
ღონისძიებას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, ქალაქ ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე, ავტოქარხნის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი გიგა ციბაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ კოტიშაძე, ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები, კადეტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
„პოეზიაში დაკარგვა ნიშნავს ომში წასვლას და არ დაბრუნებას“ - ამ სათაურით, ბატონმა მერაბმა საინტერესო და შემეცნებითი ლექცია წაუკითხა კადეტებს. ლექციის დასრულების შემდეგ, კადეტთა შეკითხვებსაც უპასუხა და საუკეთესო კითხვის ავტორი, კადეტი ლაშა აბულაძე საკუთარი ლექსების კრებულით დააჯილდოვა.
 
ლექციის დასრულების შემდეგ კადეტებს სიტყვით ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა მიმართა. მან ყურადღება ლექციის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
 
ფოტო გალერეა